სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შარშანდელი 12 ივნისის შემდეგ ამ ვაჟკაცებმა 1700-მდე ადამიანი გადაარჩინეს! ერთად მუშაობის დროს მე ბევრი სასწაული ვნახე"

შსს- საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ზვიად ქაწაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს. აი რას წერს ის ფეისბუქზე:

მეხანძრე-მაშველებს, ვაჟკაცებს, ჩვენი დროის გმირებს პროფესიულ დღეს გილოცავთ!
დიახ, გმირებს და მე არ ვაჭარბებ, როდესაც გმირებს გიწოდებთ, მე არ ვაჭარბებ, რადგან ხშირად სიტყვებიც ვერ მიპოვნია თქვენი საგმირო საქმეების შესაფასებლად... შარშანდელი 12 ივნისის შემდეგ ამ ვაჟკაცებმა 1700-მდე ადამიანი გადაარჩინეს! ერთად მუშაობის დროს მე ბევრი სასწაული ვნახე, მე ვნახე დედა, რომელსაც მეხანძრე-მაშველებმა შვილი გადაურჩინეს, მე ვნახე ცეცხლში გახვეული ადამიანის თვალები, რომელიც ამ ბიჭების დანახვაზე ხვდება, რომ არაფერია დამთავრებული, მე ისიც ვნახე როგორ უნდა გიყვარდეს შენი საქმე და მეც ამ უზომო სიყვარულით შემიყვარდა, მაგრამ რაც მთავარია მე ვნახე ძალა, რომელსაც ეს მაგარი ბიჭები გასაჭირში აძლევენ ხალხს. გილოცავთ, მეხანძრე-მაშველებო, პროფესიულ დღეს! გილოცავთ, რადგან თქვენ განდობთ ჩემი ქვეყნის ყველაზე დიდ ძალას - ხალხს. გილოცავთ, რადგან ამ ქვეყნად არაფერი ისე არ გვაძლიერებს როგორც ერთობა და დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ ძალა მართლაც ერთობაშია! მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყოველი რთული დღისთვის, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა ხოლმე ხალხის უზომო მადლიერება... და მე თქვენით და თქვენთან ერთად ამაყი ვიყავი და ვარ! მადლობა ყოველთვის გვერდში დგომისთვის და არა გვერდით. მადლობა, რომ რთული წუთების დროს, როდესაც ერთად ვიბრძოდით ხალხის გადარჩენისთვის, მე, როგორც რიგით მაშველს მომიწია შემყვარებოდა ეს საქმე თქვენსავით ძლიერ... ხშირად შრომისგან დასვრილი და ტალახიანი სამუშაო ფორმის შიგნით ვაჟკაცების წრფელი გულები ფეთქავს და ამისთვისაც დიდი მადლობა... მადლობა რომ დღეს, როდესაც კითხვას ვუსვამ ჩემს თავს - "ვინ არის მეხნძრე-მაშველი?" პასუხი ყოველთვის ერთია: მეხანძრე-მაშველები ჩვენი ზურგია! ზურგს უკან რაც არ უნდა ხდებოდეს მაინც...
მინდა გისურვოთ თქვენი საქმის უზომო სიყვარული, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა... წმინდა გიორგის ლეგიონის საპატიო წოდების მატარებელო ბიჭებო, მინდა გისურვოთ დაგიფაროთ უწმინდესის კურთხევამ, მინდა გისურვოთ უფრო დიდი გმირობები და რაც მთავარია, ყოველდღე უფრო და უფრო დიდი სიამაყით გეთქვათ ,,მე მეხანძრე-მაშველი ვარ“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100