29 ბავშვი 24 საათში - რა ტრაგედია მოხდა მოსკოვში ბოლო ერთ დღეში?
ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის საოპერაციო შტაბის მონაცემებით, მოსკოვში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირებული 29 ბავშვის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
”კორონავირუსი დაუდასტურდა 29 ბავშვს. ყველა პაციენტი უკვე იმყოფება სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. ”- აცხადებენ შტაბში.
აქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტების თითქმის ნახევარი 45 წელს გადაცილებული ადამიანები არიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაფიქსირდა COVID-19– ის 440 შემთხვევა.
რუსეთში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 2780 მიაღწია, დაიღუპა 26 ადამიანი.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციის თანახმად, კურგანის რეგიონის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დააჯარიმოს ის მშობლები, რომლებიც ბავშვებს იზოლაციის რეჟიმის დროს გარეთ უშვებენ.
უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი