ბაშკირეთში ქათმის დადებულ კვერცხზე “ალლაჰ” ამოიკითხეს (ვიდეო)
ბაშკირეთში, ჩეგმაგუშევსკის რაიონში მომხდარ შემთხვევას ყველა მუსულმანთა წმინდა თვეს - რამადანს უკავშირებს და სასწაულად მიიჩნევს. დღეს ბაშკირეთში ერთად თავშეყრილი ორი ადამიანი მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, როგორ დადო ფლიუზა გინდულინას ქათამმა კვერცხი, რომელზეც იკითხება წარწერა “ალლაჰ”. ყოველ შემთხვევაში, როცა ქალს ეჭვი გაუჩნდა და ამ ეჭვის გადასამოწმებლად იმამს მიმართა, მან დათვალიერების შემდეგ დაადასტურა, რომ საქმე სასწაულთან ჰქონდათ და რომ კვერცხზე ნამდვილად “ალლაჰ” იკითხებოდა.
გალიმ შაკიროვი, რაიონის იმამი: “ საოცარია. კვერცხზე ნამდვილად “ალლაჰ” არის დაწერილი. ეს ყოვლადმაღალი ღმერთის მთავარი სახელია სხვა სახელებს შორის. მაგრამ სიტყვა “დაწერილია”-ს გამოყენება აქ ცოტა ძნელია. ჩვენ არ ვიცით, ვინ დაწერა ეს...”
სხვათა შორის, ეს ბაშკირეთში პირველი შემთხვევა არ არის. როგორც იხსენებენ, მსგავსი რამ შარშან, ყურბან-ბაირამის დღესასწაულზეც მოხდა: ქათამმა სწორედ ასეთივე წარწერით კვერცხი ბალტაჩევსკის რაიონში დადო. უფრო ადრე კი, სამი წლის წინ, უნიკალური შემთხვევა მოხდა დაღესტანში, სადაც პატარა ჩვილს, ალი იაკუბოვს მარჯვენა ფეხის ტერფზე ყურანის ერთ-ერთი სურის ფრაგმენტი აღებეჭდა. არც ეს შემთხვევა დამდგარა ეჭვქვეშ და მასზე დღემდე ისე ჰყვებიან, როგორც ხილულ სასწაულზე.
ბაშკირეთში მომხდარ უნიკალურ შემთხვევას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა რუსულმა “მეხუთე არხმა”. იმისთვის, რომ სურათი სრულად იყოს წარმოდგენილი, “დრონი. ჯი” ვიდეომასალის სახით ამ სიუჟეტის სრულ, ორიგინალ ვერსიას გთავაზობთ.
კომენტარი