სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხაბეიშვილს უარესი ელოდება" - "ხარება" ენმ-ის ლიდერს ღიად ემუქრება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ღიად ემუქრება - ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) "პირველებთან" ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერს "უარესი ელოდება".

ყველა ცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს, ხაბეიშვილს უარესი [ელოდება]..." - ამბობს ის.

ამასთან, დღეს "ხარებამ" ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცა და თქვა, რომ ის რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დარბევას პირადად ხელმძღვენელობს და აქტივისტებს სიის მიხედვით უსწორდება.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ძალადობიდან 23 დღის შემდეგ ცნო.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერი 1-ელ მაისს გაიტაცეს. მალევე გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ლევან ხაბეიშვილი სასტიკად იყო ნაცემი.

მომხდარიდან რამდენიმე საათში "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ მას "ხარებას" დაველებით გაუწორდნენ.

ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო" - ამბობდა ის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100