"არავის გამო მოუკლავს თავი, მედია-საშუალებებმა ტყუილი დაწერეს, საერთოდ არავინ ვიცით რისთვის გააკეთა ეს" - მირანგულა ჯაჭვლიანის მეგობარი
25 წლის მირანგულა ჯაჭვლიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა აეროპორტის დასახლებაში მოხდა.
გოგონას მეგობრის განცხადებით, ამ დროისთვის სუიციდის მიზეზი უცნობია.
"დილით მირანგულამ დაწერა სტატუსი და არა სუიციდამდე რამდენიმე წუთის წინ, როგორც ამას მედია-საშუალებები ავრცელებენ. მისი მეგობრები ძირითადად არ შევდივართ ფეისბუქზე, ამიტომაც არ გვინახავს... დილით სტატუსი დაწერა "hello new world" და საღამოს თავი მოიკლა. ცხედარი დედას არ უნახავს, ეს ტყუილია, ვერც ნახავდა ფიზიკურად, რადგან ბაღი ჩაკეტილი იყო, ღობეზე მე გადავძვერი და მე ვნახე, შემდეგ ბაღის გასაღებს ვიცოდი სადაც ინახავდა და მე გავაღე, მერე უბნიდან ხალხიც მოგროვდა და გამოვასვენეთ ცხედარი. არავის გამო მოუკლავს თავი, ბოლოს ძალიან ბედიერი იყო, ახალი სამსახურიც დაიწყო და არავის არაფერი შეგვიმჩნევია, იმდენი კითხვის ნიშანი დაგვიტოვა ყველას, არვიცი რა ვთქვა, არავინ არაფერი ვიცით საერთოდ. ეს არის სინამდვილე, დანარჩენი ყველაფერი ტყუილი დაიწერა, მათ შორის თქვენთან დრონი.ჯი-ზე და იმედი მაქვს ეს აღარ განმეორდება " - აცხადებს დრონი.ჯი-სთან საუბარში მირანგულას მეგობარი.
მირანგულა ჯაჭვლიანს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სოცილურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული ჟურნალისტიკის მიმართულებით.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი