დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსულმა დაჯგუფებამ აიღო
დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა" აიღეს. "ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლები" განცხადებაში ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, ასევე ბიზნესმენებს განადგურებით ემუქრებიან. ისინი აცხადებენ, რომ ყველა თანამდებობის პირი, ასევე ძალოვანი და ბიზნესმენი, რომელიც პუტინის რეჟიმს წინ არ აღუდგება, მათი სამიზნე გახდება.
პუტინს ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ ვაცხადებთ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის გაიმეტა.
ზოგისთვის სიღარიბე და კუბოები, ზოგისთვის კი სასახლეები, ეს მისი პოლიტიკის არსია. ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს ტირანების წინააღმდეგ აჯანყების უფლება აქვთ. ჩვენ პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ!",- ნათქვამია მანიფესტში.
დარია დუგინა პოდმოსკოვიეში, საკუთარ ავტომობილში 20 აგვისტოს, ღამით ააფეთქეს.
კომენტარი