სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი ზოდიაქოს ნიშანი როგორ იქცევა გრიპით დაავადების დროს?

ვერძი ლოგინში წრიალებს და უმწეოდ აფჩენს პირს. ხმა უკვე კარგა ხანია ჩაუწყდა.

კურო მადას კარგავს. ახალი ხარჯები ექნება რომ გამოჯანმრთელდება. ძველი ტანსაცმელი აღარ მოერგება.

ტყუპები ტელეფონზეა ჩამოკიდებული, თითქმის ყველა მოიწვია მოსანახულებლად. ყველას გადასდებს.

კიბო ხვნეშის და ცდილობს მთელი ტანჯვა სახეზე დაეტყოს. არავის დანახვა არ სურს თქვენ გარდა.

ლომი გახარებულია. ბრძანებებს გასცემს რა მოართვან.

ქალწული პანიკაშია. სველი სალფეთქების და მედიკამენტების მარაგი ნეტავ ეყოფა?

სასწორი წუხს. ალბათ რა საშინლად გამოიყურება.

მორიელისთვის ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა. რა პანიკა ასწიეთ, ამაზე უარესებისთვისაც გაუძლია.

მშვილდოსანი სახლშია. როგორც იქნა სცალია და რამე კარგ ტურს მოძებნის ინტერნეტში მშვიდად.

თხის რქა წევს, ცხელი ჩაი და ლეპტოპი უდევს მუხლებზე და მეილებს პასუხობს. არავინ შეაწუხოთ.

მერწყული საკუთარ სიმპტომებს უკვირდება.

თევზები გულაჩუყებულია. ახსენდება რომ უამრავი ავადმყოფი ქუჩაში, სიცივეში პატრონის გარეშე გდია და გული უკვდება მათი საცოდაობით.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100