„სიცხეში ერიდეთ სექსსა და კიბეებს!“
სწორედ ასეთ დარიგებას სთავაზობენ utro.ru-ს საიტზე რუსი ექიმები თავიანთ პაციენტებს, მით უფრო, თუ ისინი ასაკოვანნიც არიან. ექიმი-კარდიოლოგი ოლგა ჟიხარევა აღნიშნავს, რომ სექსი სიცხის დროს ორმაგი დატვირთვაა, რომელიც ზრდის გულის შეტევის რისკს: „დატვირთვა, რომელიც ადგება გულს სიცხიან ამინდში სექსუალური ურთიერთობის დროს, შეიძლება შეედაროს სირბილს, ან ჩქარი ტემპით კიბეებზე ასვლას. ამიტომ, ადამიანებს, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, უჯობთ თავი შეიკავონ სიცხეში სექსისაგან“.
იმისათვის, რათა ვანუგეშოთ ჩვენი ხანდაზმული თანამემამულეები რუსი ექიმის გაფრთხილების შემდეგ, შეგვიძლია გავახსენოთ მათ, რომ სიცხიანი პერიოდი ისედაც თავშეკავების პერიოდს - მიმდინარე მარხვას თანხვდება და გახსნილებასთან ერთად, სექტემბრისათვის, ცხადია სიცხეც იკლებს!
კომენტარი