ღარიბაშვილი: განათლების მხარდაჭერა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი
უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სამინისტროს საზაფხულო და ზამთრის სკოლების შემაჯამებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ახალ საგანმანათლებლო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულისა და ზამთრის სკოლები ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას შეუწყობს ხელს.
პრემიერის შეფასებით, ასეთი პროგრამები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთო-ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების გზაზე.
„სწორედ ამიტომაც არის განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღებაში დაეხმარება. ჩვენი მთავრობა ძალას არ იშურებს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ყველა პირობა შევუქმნათ განვითარებისა და ცოდნის რეალიზებისთვის. მე მჯერა ჩვენი ახალგაზრდების, მე მჯერა თქვენი", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებს.
ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროგრამას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი. განათლების სამინისტრო პროექტის ყოველწლიურად განხორციელებას გეგმავს
კომენტარი