სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აიხდინე ოცნება " - კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

ბავშვობიდან მოყოლებული ჩვენ ყველას გვაქვს ოცნება, რომლის ასრულებაც გულით გვინდა. იგი ყველასთვის სხვადასხვაა. ზოგი მოგზაურობაზე ოცნებობს, ზოგი საუკეთესო მანქანაზე, ზოგი კი ჯანმრთელობაზე. სურვილები აუცილებლად ხდება მაშინ, როცა გჯერა და დარწმუნებული ხარ მის ასრულებაში, იბრძვი იმისთვის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია. ჩანაფიქრის რეალობად ქცევა ხშირად არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, MyCredit-მა გადაწყვეტა ჩაეტარებინა ფოტოკონკურსი და გამარჯვებულისთვის ოცნება რეალობად ექცია.

უამრავი გამორჩეული კანდიდატიდან არჩევანი იმ ადამიანზე შეჩერდა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა თანადგომა. კონკურსის გამარჯვებული გახდა მაკა რიგვავა, მისი სურვილი იყო მცირეწლოვანი შვილისთვის ეტლი ჰქონოდა: "ჩემი ოცნებაა ეს ეტლი ჩემი შვილისთვის, რადგანაც ახლა არ გვაქვს ეტლი... უბრალო ეტლში კი 5 წუთზე მეტი ვერ ზის, რადგან დამოუკიდებლად ჯდომა არ შეუძლია, ამიტომ ვერც ვასეირნებთ ხოლმე ... უბედნიერესი ვიქნები თუ აგვიხდება ეს ოცნება. "

მაკას ოჯახს სახლში ვესტუმრეთ. ის 3 შვილის დედაა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს შვილების ბედნიერებისთვის. გავიცანით 10 წლის მარიამი და მას კუთვნილი ეტლი გადავეცით. ჩვენ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მარიამს. ხოლო ყველა დანარჩენ კონკურსანტს მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილეობისთვის და მათ სურვილების ასრულებას ვუსურვებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100