სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეგობრებმა, დაჩი დარჩია „საგიჟეთში“ გააცოცხლეს...

ყიფიანის 17, ხალხით სავსე არეული ოთახი, ბევრი სიცილი და ბევრი ტირილი...

ჩრდილებად გადაქცეული სიტუაციები და წარსული, რომელიც არასოდეს დამთავრდება...

დიახ, ეს დაჩი დარჩია.... თავისი განვლილი ოთახური ყოველდღიურობით... ეს ჩრდილები კი მისი ცხოვრების ნაწილები, მისი მეგობრები არიან, რომლებიც იმ ტრაგიკული მკვლელობის შემდეგ დაჩის ოთახს ყოველდღე სტუმრობდნენ და ცდილობდნენ ცრემლიანი თვალები წარსულის ლამაზი დღეების გახსენებაში ჩაეხშოთ.

მათთვის რომ გეკითხათ, ისინი იქ თავიანთ „ცოცხალ adam ian“ -თან ერთად აგრძელებდნენ ცხოვრებას...

სწორედ ამ ოთახში მოვიდა კლიპის გადაღების იდეაც...

„ეს სიმღერა თავად დაჩია, კლიპშიც სულ დაჩია, ოთახი თავად დაჩია და მეგობრები სულ მთალდ დაჩები არიან“.

კლიპის რეჟისორი დარჩიას მეგობარი გიგა კიტიაა, სიმღერის ავტორი ვინმე ბექა ყინწვისელია, რომელიც დაჩიმ ფსიქიატრიულში სარეჟისორო საქმიანობის დროს გაიცნო...და წლებია, რაც ამ სიმღერას დაჩი დარჩია, მეგობრების წრეში გიტარაზე მღეროდა, მეგობრებსაც განსაკუთრებით უყვარდათ, სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი ამ

“შინაურული“ ფორმით გაცოცხლება...

მეგობრებმა ამით თითქოს დაჩი გააცოცხლეს, ოთახიც, ფირმა საბოლოოდ აირეკლა, რადგან სამწუხაროდ, ეს ოთახი, სადაც დაჩი 8 წელი ცხოვრობდა და ყველა ნივთი მასთან ასოცირდებდოა უკვე იქ აღარ არსებობს...ის დაშლილი და დანგრეულია, ალბათ გაახლებულსა და სახეშეცვლილს მალე სხვა ბინადარიც ეყოლება...მაგრამ ეს სიმრერა და კლიპი ყოველთვის დარჩება... დაჩიც და „ოთახური მოგონებები“ სულ იარსებებებენ სანამ „adam ian-ის adam ian-ები“ იქნებიან დედამიწაზე..

და ბოლოს ეს ყველაფერი მინდა დავასრულო დაჩი დარჩიას ერთ-ერთი მეგობრის რუსუდან ქაქუთიას სიტყვებით, რომელიც ერთგვარი ერთიანი სამეგობრო გამოძახილია:

„ძალიან ხშირად გვეცინება და ძალიან ხშირად ვიცინით.

ძალიან ხშირად გვეტირება, მაგრამ ერთად რომ ვართ თავს ვიკავებთ.

ძალიან გვიყვარს შენი-ჩვენი მეგობრები.

გვსიამოვნებს, გვიხარია, მოგვწონს რომ ზუსტად გვესმის ერთმანეთის.

ძალიან გვენატრებოდი, გვენატრები, მოგვენატრები.

ყოველთვის გვახსოვდი, გვახსოვხარ, გვემახსოვრები.

სულ მუდამ გვაკლდი, გვაკლიხარ, დაგვაკლდები (ნიხვატკა) :)

უსაზღვროდ გვიყვარდი, გვიყვარხარ, გვეყვარები.

ცოცხალი იყავი, ხარ, იქნები (შე ლენინო) :)

მჯერა რომ შევხვდებით, არა დღეს, არა ხვალ, არა ზეგ... გველოდე ბევრი წლების მერე :P

სულ ჩვენთან ხარ, სულ შენთან ვართ.

თავს მივცემ უფლებას ყველას სახელით მოგმართო ბოლომდე ჩვენო მეგობარო, ბოლომდე შენი მეგობრები. (რუსუდან ქაქუთია)

აი ასეთი მეგობრები ჰყავს(და) დაჩი დარჩიას და თქვენი აზრით, რა მოკლავს ასეთ adam ian-ს რომელსაც ასეთი adam ian-ები ჰყავდა მთელი ცხოვრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100