სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში წყალი 3 თეთრით ძვირდება

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე საუბარი იყო ბუნებრივი რესურსების გადასახადების ზრდაზე, საქმე ეხება საქართველოში წყლის გაძვირებას.

ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა.

მაგალითისთვის, ბორჯომის და მსგავსი მინერალური თუ გაზიანი სასმელების შემთხვევაში, ათას ლიტრ წყალზე გადასახადი 10 ლარს შეადგენდა, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად კი 30 ლარი გახდება. საცალო გაყიდვებში კი ეს გადაწყვეტილება წყალს 3 თეთრით გააძვირებს.

"წარმოდგენილი ვარიანტი, რაც ჩვენ განვიხილეთ, არის საერთაშორისო პრაქტიკის ანარეკლი, არსებული პრაქტიკის გამო, ჩვენ სამართლიანად ჩავთავლეთ ის, რომ გადახედვა მომხდარიყო მინერალური და გაზიანი წყლის შემთხვევაში, წყლის გადასახადი გაზრდილიყო. განიხილება საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ გაზიანი წყლის შემთვევაში გადასახადი 200 პროცენტით, მტკნარი წყლის შემთვევაში კი 100 პროცენტით გაიზარდოს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100