სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„GEO ინტერნეტ მედია ჯგუფის“ განცხადება "რუსთავი 2"-ის დირექტორის დაკავების შესახებ

ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება არის გაგრძელება იმ ტერორისა, რომელიც ხორციელდება ახალი ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.

ახალი ხელისუფლების დაუფარავი აგრესია თავისუფალი მედიის მიმართ, მიზნად ისახავს ქართული მედია-საშუალებების ტოტალურ კონტროლს.

„GEO ინტერნეტ მედია ჯგუფი“ (რომელიც აერთიანებს ინტერნეტ-პორტალებს: www.presa.ge www.itv.ge www.droni.ge www.people.ge) მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ხელისუფლების მცდელობას - ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება საქართველოში, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100