სააკაშვილი ივანიშვილს პირისპირ შეხვედრას სთავაზობს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკებას სთავაზობს. როგორც ბრიტანული გამოცემა “ფაინენშელ თაიმსისთვის” მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს.
სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისა და პრემიერის კონფლიქტმა შესაძლოა ცუდი გავლენა იქონიოს ქვეყნის განვითარებაზე. ამ განცხადებას გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგნელებიც.
პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს დაეხმარება დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში. პრეზიდენტის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობაც გამოეხმაურა. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ყველა პრინციპულ საკითხზე მთავრობა მზადაა საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციები გამართოს.
კომენტარი