1992 წლის 14 აგვისტო - აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 20 წელი გავიდა.
1992 წლის 14 აგვისტოს, დილის შვიდ საათზე, საქართველოს შინაგანმა ძალებმა ზუგდიდი-გალის საზღვარი გადაკვეთეს.
ამ აქციის მიზანი ავტონომიურ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალება იყო. შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერასა და სოფელ მაჭარასთან მოხდა. განადგურდა ქართველთა ჯავშანმანქანა, დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა ერთი აფხაზი მებრძოლი.
1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
აფხაზეთში 1992-93 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
კომენტარი