სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არსებობენ თუ არა ქალთევზები?

ადამიანებს უძველესი დროიდან აინტერესებდათ რეალურად არსებობენ ქალთევზები, თუ უბრალდ მითიური პერსონაჟები არიან.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ოკენისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ თავის საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „წყლის ჰუმანოიდების არსებობის მტკიცებულება არ არსებობს და არც არასდროს უპოვიათ“.
ამგვარი განცხადების გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ტელეარხ Animal Planet-ზე ფილმი გავიდა სახელწოდებით „ქალთევზები: ნაპოვნია სხეული“.
„მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მეცნიერული ფანტასტიკაა, ბევრი ადამიანისათვის დამაჯერებელი აღმოჩნდა. ავტორებმა იმისათვის, რომ სურათს რელური სახე მიეღო, თანამედროვე კომპიუტერული ანიმაციები გამოიყენეს“ - ნათქვამია ტელეარხის წარმოამდგენლის განცხადებაში.
ფილმის გასვლის შემდეგ, ეროვნულმა სამსახურმა ელექტრონული წერილი მიიღო, რომელშიც ქალთევზების არსებობის დადასტურებას მოითხოვდნენ. „ქალთევზები ეს ნახევრად ადამიანები და ნახევარდ თევზები არიან, რომლებიც მხოლოდ მითიურ არსებებს წარმოადგენენ. ჩვენ ქალთევზების შესასწავლი სამეცნიერო პროგრამა არ გავქვს“ - ამბობს ოკეანის ნაციონალური სამსახურის პრესმდივანი BBC-სთან ინტერვიუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100