რა ღირს ვარსკვლავების სხეულის ნაწილები?
ბევრმა ვარსკვლავმა პოპულარობა და ფული თავისი სხეულის წყალობით იშოვა, ამიტომ, რა თქმა უნდა, სხეულს ძალიან უფრთხილდებიან. ამას გარდა, ვარსკვლავები საკუთარ კიდურებსა და სხვა დანარჩენ ორგანოებს საკმაოდ დიდ თანხად იზღვევენ. ვინ და რა დაიზღვია და რამდენად აფასებენ საკუთარ სხეულს ვარსკვლავები?
რეიტინგის სათავეში მერაია ქერი მოექცა: მან ხმა კი არა, Gilette-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ფეხები დაიზღვია მილიარდ დოლარად.
ყველასთვის კარგად ცნობილია, ჯენიფერ ლოპესის დაზღვეული ქვედატანი, ფასი - 300 მილიონი დოლარი.
პორტუგალიელ რონალდოს, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ძვირადღირებული მოთამაშეა, ეჭვგარეშეა, ყველაზე ძვირფასი ფეხები აქვს. დაზღვეულია 144 მილიონ დოლარად.
რონალდოს ინგლისელმა კოლეგამ, დევიდ ბექჰემმა საკუთარი ფეხები შედარებით ნაკლებად, სულ რაღაც 70 მილიონ დოლარად შეაფასა.
ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა, ბრიუს სპრინგსტინმა, ხმა 31,1 მილიონ დოლარად დაიზღვია.
როგორც აღმოჩნდა, ჯულია რობერტსის ღიმილი მილიონი კი არა, 30 მილიონი ღირს, სწორედ ამ ფასად დააზღვია ჰოლივუდელმა „ლამაზმანმა“ თავისი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი „თვისება“.
ცნობილმა ბრიტანელმა კომიკოსმა, კენ როდმა, კბილები 10,6 მილიონ დოლარად დაიზღვია.
ამერიკა ფერერას, ამერიკული სერიალის Ugly Betty-ს ვარსკვლავის ღიმილი, ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია GlaxoSmithKline-მა 10 მილიონ დოლარად დააზღვია.
დენიელ კრეიგმა, ერთ-ერთმა ხორცშესხმულმა ჯეიმს ბონდმა, სხეული 9,5 მილიონ დოლარად დაიზღვია, ეს კი იმიტომ, რომ ფილმის გადაღებების დროს, ზოგიერთ ტრიუკს, დუბლიორის დახმარების გარეშე, თავად ასრულებს.
ბრიტანელ, წარმოშობით უელსელ მომღერალს, ტომ ჯონსს, ყველაზე უცნაური რამ აქვს დაზღვეული. მკერდის თმა - 7 მილიონი დოლარი.
ავსტრალიელმა მომღერალმა კაილი მინოუგმა, ისევე როგორც ჯენიფერ ლოპესმა, საჯდომი 5 მილიონ დოლარად დიაზღვია.
ამერიკელმა 66 წლის მომღერალმა დოლი პარტონმა, რომელსაც არაერთხელ მიუმართავს პლასტიკური ქირურგებისათვის, კერძოდ მკერდს იდიდებდა და იდიდებდა, მიღებული შედეგი 3,2 მილიონად დაიზღვია.
როკ-ჯგუფის, Kiss-ის, ერთ-ერთმა წევრმა, ჯიმ სიმონსმა თავისი ცნობილი გრძელი ენა მილიონ დოლარად დაიზღვია.
ტოპ-მოდელ ჰაიდი კლუმს ფეხები 2,2 მილიონ დოლარად აქვს დაზღვეული. ჰაიდის მარჯვენა ფეხი უფრო ძვირი დაუჯდა - 1,2 მილიონი, მარცხენა - 1 მილიონი. ეს კი იმიტომ, რომ მარცხენა ფეხზე პატარა ნაწიბური აქვს.
წყარო: http://presa.ge/new/index.php?m=yellow&AID=16752
კომენტარი