სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასაზღვრო პოლიციამ სარფთან რუსული მშრალტვირთმზიდი დააკავა

19 მარტს, შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, სარფის საზღვაო რაიონში, რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი "PUR-NAVOLOK"-ი დააკავეს.

გემის ეკიპაჟი 10 წევრისგან შედგება, ყველა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. აღნიშნული გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - იური დანილოვის მიმართ მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100