"ხალხმა გასცეს პასუხი იმ ბიოგრაფიის მქონე კაცი, რომელიც აქვს ვაშაძეს, შესაძლებელია თუ არა, რომ იყოს „კაგებეს“ წარმომადგენელი"
წინა ხელისუფლებას ხმა აქვს მიცემული რეზოლუციაზე, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებელი დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია სრულმასშტაბიან საომარი მოქმედების საფეხურზე გადავიდა.
სწორედ ეს არის ღალატი. მერე სხვას აბრალებენ რაღაცას და ამბობენ, რომ ეს ერთი პატარა ნაწილია და სხვა კარგი იყოო. ხმა მისცეს იმ რეზოლუციას, სადაც ეს იყო ჩაწერილი და ქართული სამხედრო ძალების მიერ იმ დროს რა იქნა და რა არ იქნა გაკეთებული, აქ არ ეწერა. ამის გამოსწორებას დასჭირდა წლები,“ -განაცხადა მამუკა მდინარაძემ
ხალხმა გასცეს პასუხი იმ ბიოგრაფიის მქონე კაცი, რომელიც აქვს ვაშაძეს, შესაძლებელია თუ არა, რომ იყოს „კაგებეს“ წარმომადგენელი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, ქვეყნის ღალატი წინა ხელისუფლების მიერ სწორედ იმ რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, სადაც ცხინვალის დაბომბვაზეა საუბარი.
„1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ კოსმოსის ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში - ეს წერია „ნაციონალური მოძრაობის“ საიტზე გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაში. არც ვიტყვი „კაგებეშნიკია“ თუ არა. ხალხმა გასცეს პასუხი, იქნებოდა თუ არა ამ ბიოგრაფიის კაცი „კაგებეს“ წარმომადგენელი. რა პასუხსაც თავის თავთან გასცემენ, ის არის მართალი.
კომენტარი