ფილმ "ტაქსის" მთავარი როლის შემსრულებელი მოსკოვის ღამის კლუბში სცემეს
ცნობილი ფრანგი მსახიობი, ფილმ "ტაქსის" მთავარი როლის შემსრულებელი სამი ნასერი მოსკოვის ღამის კლუბში სცემეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, სამი რუსეთში თავის ძმასთან ერთად ისვენებდა. გასართობად ღამის კარაოკე კლუბ "ვოისში" იყვნენ შესულნი, სადაც ადგილობრივებს მსახიობის ძმასთან კონფლიქტი მოუვიდათ და ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გასაშველებლად საქმეში ჩართულ ნასერს რამდენიმე მუშტი მოხვდა სახეში. პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგ სიტუაცია განეიტრალდა, მედიკოსებმა ნასერს დაშავებული ადგილები დაუმუშავეს, საავადმყოფოში გადაყვანა კი საჭიროებას არ წარმოადგენდა. საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
კომენტარი