წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულთაგან ერთი გარდაიცვალა
წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე დაიღუპა. სულ კლინიკებში 19 პაციენტის გადაყვანა მოხდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფება.
ცნობისთვის, წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. 11 მათგანი მოთავსებულია მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი "ჯეო ჰოსპიტალსის" მცხეთის ფილიალში. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ნაწილის - ნაკლებად მძიმე.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
როგორც ტრაილერი, ისე მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით კი, წეროვანში ავარია ტრაილერის მძღოლმა გამოიწვია. როგორც ის აცხადებს, ტრაილერის მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა.
მისივე თქმით, ტრაილერი მიკროავტობუსს უკნიდან დაეჯახა.
„მიკროავტობუსის მძღოლი ჩემი სიძეა. თბილისიდან დასავლეთისკენ მიდიოდა, როცა ტრაილერი უკნიდან დაეჯახა. მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ტრაილერის მძღოლს დაეძინა“ - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ხუციანელმა.

კომენტარი