სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინეთმა ლუდის წარმოებით ევროპას გაუსწრო

ზაფხულის სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი სასმელი ლუდია. ცხელ დღეებს საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის, მამაკაცების უმრავლესობა ლუდის მიღებით „უმკლავდება“.

ამ დრომდე, ლუდის მსმელთა ყველაზე დიდი რაოდენობა ევროპაში იყო, თუმცა წელს მაჩვენებელი შეცვლილია. როგორც Barth-Haas Group მოხსენებაში წერს, მსოფლიოში გაყიდული ლუდის ყოველი მეოთხე ბოთლი ჩინეთში მზადდება. სწორედ იქ გაიზარდა წელს ყველაზე მეტად ლუდის როგორც წარმოება, ისე რეალიზაცია.

ლუდის მსოფლიო ლიდერი კომპანიის კვლევის თანახმად, გასულ წელს, ჩინეთში ლუდის წარმოება 25 მილიონი ჰექტოლიტრით, 448 მილიონ ჰექტოლიტრამდე გაიზარდა. შედეგად, ქვეყანამ, ამ მონაცემებით, მსოფლიო ლიდერობა მოიპოვა, თუმცა, ამ დრომდე, მაინც ჩამორჩება ლუდის სამშობლოს, ჩეხეთს. სამაგიეროდ, გერმანია რეიტინგში ქვემოთ მოიტოვა. საინტერესოა, რომ ჩინეთში წარმოებული ლუდის ნახევარზე მეტი, ადგილობრივი კომპანიების მიერ მზადდება. China Resource Brewery, Tsingtao Brewery Group–ი და Yanjing–ი მსოფლიოს უმსხვილესი ლუდსახარშების ათეულში შედის.

ჩინეთის საშუალო სტატისტიკურმა მოქალაქემ, გასულ წელს, 35 ლიტრი ლუდი დალია, რუსეთში ეს მაჩვენებელი 73 ლიტრს შეადგენს, გერმანიაში კი 107 ლიტრს. ამ მხრივ, ლიდერი ჩეხეთია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 144 ლიტრი ლუდი ისმევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100