ანდრია გველესიანმა სლავიანკი ბაზარზე მესამე ადგილი დაიკავა
ანდრია გველესიანი სლავიანსკი ბაზარის გამარჯვებული გახდა. ქართველმა მომღერალმა მესამე ადგილი დაიკავა და ტელეკომპანია მირის რჩეულიც გახდა.
გველესიანი საქართველოში დღეს დაბრუნდა და სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა.
„მოკლედ დაგიბრუნდით მეგობრებო , მადლობა ღმერთს ამ გამარჯვებისთვის!
გავხდი ფესტივალის ერთ - ერთი ლაურიატი , მე -3 ადგილი და ტელეკომპანია MIR - ის რჩეული,რომელმაც პრემია გადმომცა.
ნამდვილად რთული იყო ამ სამართლიან თუ უსამართლო ბრძოლაში ესეთი შედეგის წამოღებაც კი... ძალიან ბევრი ძლიერი კონკურსანტი დაიჩაგრა სამწუხაროდ..
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ჯემალ სეფიაშვილს რონელიც თავგამოდებით იბრძოდა და ებრძოდა უსამართლობას ჩემს გამო, დიდი მადლობა მინდა გადავუხადი ამ ფესტივალის ფარგლებში ჩემს მთავარ პროდუსერს მანანა სეფიაშვილს რომელიც თან გადამყვა და იყო ჩემი უდიდესი მოტივატორი, მადლობა მამაჩემს რომელიც ჩემზე მეტად ნერვიულობდა და იყო მემატიანე ყველა ჩემი გამოსვლის და ყველა იმ სასწაულის რომელიც მე იქ ყოფნისას ღმერმა მაჩუქა 7-7 .
დიდი მადლობა თქვენ ჩემო საყვარელო ადამიანებო ამხელა მხარდაჭერისთვის და ერთგულებისვის !
ძალიან მიყვარხართ და კიდევ უფრო მეტს გპირდებით“ - წერს ანდრია პირად ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი