სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რა უნდოდა წვენებში?“ – რამზან კადიროვმა რუუდ გულიტი გადააყენა

დღეს, რამდენიმე საათის წინ, პერმის „ამკართან“ გასვლითი მატჩის მინიმალური ანგარიშით (0:1) წაგების შემდეგ გროზნოს „ტერეკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი გადააყენეს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ერთპიროვნულად მიიღო ჩეჩნეთის ლიდერმა და „ტერეკის“ პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა.

დღევანდელ მატჩში ერთადერთი გოლი 90–ე წუთზე გავიდა და იგი საკუთარ კარში “ტერეკის“ მცველმა სერგეი ომელიანჩუკმა გაიტანა.

„სამწუხაროდ, რუუდ გულიტმა ვერ გამოავლინა თავისი თავი, როგორც მწვრთნელმა. ჩვენ მას გარკვეულ იმედებს ვუკავშირებდით, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით გუნდი ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს. ამიტომაც, ჩვენ იძულებულნი ვართ, უარი ვთქვათ გულიტთან თანამშრომლობაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს კადიროვმა.

ცნობილი გახდა, რომ მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კლუბის ხელმძღვანელობამ რუუდ გულიტს პირობა დაუთქვა, რომ თუ „ტერეკი“ დღეს „აკმართან“ დამარცხდებოდა, იგი თანამდებობას დატოვებდა. მანამდე რამზან კადიროვი ჩიოდა, რომ ჰოლანდიელი „დისკოთეკებსა და ბარებზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე ფეხბურთზე და ფეხბურთელებზე“. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუუდ გულიტი დაეთანხმა კლუბის ხელმძღვანელთა პრეტენზიებს.

რუსეთის ჩემპიონატის 13 ტურის შემდეგ „ტერეკს“ მხოლოდ 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე–14 ადგილს იკავებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100