სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფუდპანდა“ ჯგუფისთვის ცენტრალური ევროპა საერთაშორისო სტრატეგიისთვის მნიშვნელოვანი ადგილი აღმოჩნდა

გლობალურმა საკვების მიტანის სერვისმა „ფუდპანდამ“ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ კომპანიამ რამდენიმე ახალი შენაძენი განახორციელა სერბეთში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროში, ხორვატიაში, და უნგრეთში. მას შემდეგ, რაც ინდური “TatsyKhana” და მექსიკური “PedidosYa” შეისყიდა, ფუდპანდამ ცენტრალური ევროპის ბაზრისკენ გამოიხედა და ლიდერობისთვის მომზადება დაიწყო. რეგიონი ფუდპანდასთვის საერთაშორისო სტრატეგიისთვის მნიშვნელოვანი ადგილი აღმოჩნდა.

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. განსაკუთრებით კი, როცა ამინდი ხელს არ გვიწყობს - წვიმს, ქარია, თოვს... და როდესაც გარეთ გასვლა გეზარებათ და გსურთ რამე გემრიელი და სასიამოვნო კერძი მიირთვათ შინიდან გაუსვლელად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

ახლახანს კომპანიამ სერბიაში, მონტენეგროში და ბოსნია-ჰერცოგოვინაში Donesi.com შეიძინა. კომპანია “Donesi”-ს ბრენდის ქვეშ მყოფ სერვისებს საკუთარითაც გაამდიდრებს და მომხმარებლებს 550-ზე მეტ რესტორანს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

ამასთან ერთად, ფუდპანდამ შეისყიდა Pauza.hr ხორვატიაში, რომელიც საკვების მიტანას ასობით რესტორანიდან ახორციელებს. „Pauza” 2008 წელს დაფუძნებული კომპანიაა და ოპერირებას საკუთარი ბრენდის სახელით გააგრძელებს. NetPincer.hu-ს შესყიდვით, ფუდპანდა საბაზრო ლიდერობას იძენს უნგრეთში. “NetPincer” 1999 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და 500-ზე მეტი რესტორნის პარტნიორია უნგრეთის დიდ ქალაქებში.

რალფ უენცელი, „ფუდპანდას“ ჯგუფის თანადამფუძნებელი და დირექტორი: „ფუდპანდა ყოველთვის უყურებდა ცენტრალურ ევროპას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკვების ონლაინ შეკვეთის ბაზარს. ახლანდელი შესყიდვები ჩვენს მოწინავე პოზიციას ამყარებენ და კიდევ უფრო უკეთეს და ფართო არჩევანს უზრუნველჰყოფენ ჩვენი მომხმარებლებისთვის.“

გერმანულმა ბრენდმაფუდპანდამქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის 21 მარტს დაიწყო. მოკლე დროის მუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება. „დღესდღეობითფუდპანდასპარტნიორთა რიცხვში 60 მეტი ცნობილი რესტორანია და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდასსათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100