სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორსულობისგან თავის დაცვის საიმედო ხერხები, რომლებიც ნამდვილად არ გიღალატებთ

დაორსულება და ბავშვის გაჩენა არ არის ყოველთვის წინასწარ ჩაფიქრებული და დაგეგმილი. ასე, რომ თავის დაცვა არასასურველი ორსულობისგან აქტუალური თემაა, როდესაც წყვილი რეგულარულად არის დაკავებული სექსით.

იმისათვის, რომ შემდგომში არ გაგვიჩნდეს ასეთი ტიპის დაუგეგმავი პრობლემები. ყოველთვის შეგვიძლია წინასწარ ვიფიქროთ ამაზე.

პრეზერვატივები (იგივე კონდომები)
იმისათვის, რომ არ დაფეხმძიმდე, შესაძლებელია გამოიყენოთ პრეზევატივი. ისინი წარმოადგენენ მექანიკურ ბარიერს სპერმატოზოიდსა და კვერცხუჯრედს შორის.
ასევე არსებობოს ნაკლოვანებები: ამცირებს გრძნობელობას, გარდა ამის არ არსებობს სრული პასუხისმგებლობა მისი დაზიანების (გაწყვეტის)

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ არასასურველი ორსულობა ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებით. აბების მიღება ხდება ყოველ დღე, ჩვეულებრივ 21 დღის განმავლობაში. ისინი შეიცავენ კვერცხუჯრედის მომწიფების წარმმართველ ჰორმონებს.
ასევე არსებობს ნაკლოვანებები: აბებს აქვთ საკმაოდ მაღალი ფასი და ისინი არ იცავენ ვენერიული დაავადებებისგან. ჩასახვის საწინაამღდეგო აბები შესაფერისია მხოლოდ რეგულარული და სანდო პარტნიორებისთვის.

სპირალი
სპირალის ჩადგმა ხდება საშვილოსნოს ყელში. ის შეიძლება იყოს ჰორმონული ან არაჰორმონული. არაჰორმონული სპირალი წარმოადგენს მექანიკურ ბარიერს სპერმატოზოიდებსა და კვერცხუჯრედებს შორის. ჰორმონული სპირალი კი, გარდა მექანიკური წინააღმდეგობისა, ამცირებს ოვულაციების რაოდენობას. შესაბამისად ჩასახვის შესაძლებლობასაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100