სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეთრაძისთვის ყველაზე მტკივნეული ქართველების საკითხია

ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ, ჟურნალ “ბოლშოი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გუნდში ქართველ ფეხბურთელებს იმიტომ არ იწვევს, რომ საქართველოში თავადაცაა დაბადებულ-გაზრდილი.

“ქართველების საკითხი ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია. ყველა ფიქრობს, რომ რადგან თეთრაძე საქართველოდან არის, ამიტომ თანამემამულეებს თავისკენ ექაჩება. თუმცა, ყველა მათგანი ხომ თამაშობს?! “ვოლგა” ხოჯავასთან ერთად და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია. ის, მარცვალაძე, საჯაია, ნავალოვსკი თავის დროზე იმისთვის მოვიწვიეთ, რომ პრემიერლიგაში გადასვლაში დაგვხმარებოდნენ და მათ ნდობა გაამართლეს. წლეულს გუნდში რუსეთის ჩემპიონი სალუქვაძე მოვიდა. ვაწაძე საქართველოს ნაკრების წევრია – ახალგაზრდა და პერსპექტიული. რომელიმე მათგანი გუნდის დონეს არ შეესაბამება? არა. ასე იყო “ანჟიშიც”.

გახსოვთ, როგორ შემიტიეს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე? ჟურნალისტებს მაშინვე ვუთხარი – გუნდს ხოჯავა მოვაცილო? მათ მიპასუხეს – არა, ხოჯავას ხელი არ ახლოო. აშვეთია? პასუხად მივიღე – კარგია. აბრამიძე? მასზე მითხრეს, რომ თავის პოზიციაზე საუკეთესოა. ასე ჩამოვთვალე ყველა ფეხბურთელი და აღმოჩნდა, რომ თითოეული ცალ-ცალკე კარგი იყო, მით უმეტეს უმრავლესობას რუსული პასპორტი ჰქონდა. “ანჟიში” ადგილობრივი ფეხბურთელები არ მყავდა, რათა ისინი ქართველების ნაცვლად მეთამაშებინა, ხოლო სხვა რუს მოთამაშეებს დიდი სახელფასო მოთხოვნები ჰქონდათ. ამასთან, დაღესტანი რთული რეგიონია და იქ ფეხბურთელი რომ შეიტყუო, გულუხვი წინადადებით უნდა მიმართო”, – აღნიშნა თეთრაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100