სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტორეპორტაჟი: საქართველოს ტახტის მემკვიდრე გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისა

დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟი, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისა. იგი ბაგრატიონთა ორი დინასტიის, გრუზინსკებისა და მუხრანბატონების, მეტიც, ქართლის მეფეების (ქართლელი გრუზინსკების) მემკვიდრეა.

გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისა 2011 წლის 27 სექტემბერს დაიბადა, ამავე წლის 23 ნოემბერს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკაიას მამამ, ნუგზარ ბაგრატიონმა ახალშობილი ბაგრატიონ გრუზინსკების მემკვიდრედ აღიარა. (ნუგზარ ბაგრატიონს 2 ქალიშვილი ყავს უფროსი ანა (მისი მემკვიდრე) და უმცროსი მაია. გიორგის გარდა ანა ბაგრატიონს 2 ქალიშვილი ყავს ირინა და მარიამ ბაგრატიონ გრუზინსკები. გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისა კი ნუგზარ ბაგრატიონის ერთადერთი ვაჟი შთამომავალია) ამით დასრულდა საქართველოს ტახტის გამო ხანგრძლივი დავა ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილებს, შორის რადგან ახლა მათ საერთო მემკვიდრე ჰყავთ.

მონარქისტული იდეელოგიის მატარებელი ქართველები პატარა გიორგის საქართველოს პრინცსა და ტახტის მემკვიდრეს უწოდებენ. ის ახლა მშობლებთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკაიამ 2009 წლის 8 თებერვალს, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100