სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილმა ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩენ ჩანგჭის ხელმძღვანელობით დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრისას მხარეებმა ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს ის მრავალმხრივი შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზე არსებობს

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე. ასევე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100