სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელია ვარკეთილში

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ქალაქში არსებულ საბინაო ამხანაგობებთან ინდივიდუალური მემორანუმების გაფორმებას იწყებს. მემორანდუმის თანახმად, ნიკა მელია მისი მერად არჩევის შემთვევაში, ვალდებულებას იღებს მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში იაფი გათბობისა და ცხელი წყალის სისტემები მერიის თანადაფინანსებით დამონტაჟდეს.

აღნიშნული პროექტი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ეკონომიური და ეფექტური მოხმარებას, ასევე ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებას ისახავს მიზნად. საპილოტე პროექტი თემქაზე უკვე განხორციელდა.

ნიკა მელიას თქმით, აუცილებელია დედაქალაქში ყველა ის პროექტი გაგრძელდეს, რომელიც წლების განმავლობაში, საბინაო ამხანაგობებთან ერთად, თანადაფინანსებით ხორიცელედბოდა და თბილისელების უკეთეს გარემოში ცხოვრებას ისახავს მიზნად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100