კუნძულ ზმეინის უკრაინელი მესაზღვრეები, რომლებმაც რუსულ გემს Иди на х*й უთხრეს, შესაძლოა ცოცხლები იყვნენ - უცხოური მედია
კუნძულ ზმეინის უკრაინელი მესაზღვრეები, რომლებმაც რუსულ გემს иди на х*й უთხრეს, შესაძლოა ცოცხლები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ორი ბრიტანული გამოცემა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ გვჯერა, რომ ყველა უკრანელი სამხედრო კუნძულ ზმეინზე შესაძლოა ცოცხალი იყოს. წინასწარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესაზღვრეები შესაძლოა დაიღუპნენ, მანამდე მოვიდა, სანამ დამცველებმა კონტაქტი დაკარგეს. ვიმედოვნებთ, რომ ბიჭები სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნდებიან",- თქვა
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა.
კომენტარი