სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ტაბიძემ რუსთავი 2 დატოვა

კომედი შოუ ჭამე ნოდარის გარეშე დარჩა, მისი როლის შემსრულებელმა მსახიობმა და სცენარისტმა გიგა ტაბიძემ რუსთავი 2 დატოვა.

არხის დატოვების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე გოგონების გულთამპყრობელმა იუმორისტმა დრონი.ჯი-სთან ისაუბრა.

-გიგა რატომ დატოვე კომედი შოუ?

-არ ვარ პროფესიით მსახიობი და გადავწყვიტე მივხედო საკუთარ კარიერას, სწავლის გაგრძელება მინდა რაშიც რაღაც დოზით მიშლიდა ხელს კომედი შოუს და ტელევიზიის გადატვირთული გრაფიკი.

-სამომავლოდ რას გეგმავ?

-დღეს ღამე ევროპაში მივფრინავ, გეგმებზე იქიდან დაბრუნების შემდეგ მეცოდინება ზუსტად, თუმცა ტელევიზიას და გასართობ გადაცემებს აღარ უკავშირდება არანაირად.

-კომედი შოუს კოლექტივს რა რეაქცია ჰქონდა შენს გადაწყვეტილებაზე?

- ეს ყველაფერი მიიღეს ჩვეულებრივად, იყო კითხვები თუ რა იყო ამის მიზეზი. მინდა ვუსურვო ამ გუნდს უფრო მეტი წარმატება და ბევრი ახალი სახის და იუმორისტის აღმოჩენა რაც ნამდვილად ეხერხებათ.

-მაყურებელს რას ეტყვი?

-მინდა დიდი სიყვარულით მოვეფერო ყველა იმ ადამიანს ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიყურებდა მოწონდა ჩემი შესრულებული როლები და "მბალეშიკობდა" დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ სიყვარულისთვის რასაც ჩემს მიმართ გამოხატავდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100