ლიბერთი ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული ვადიანი დეპოზიტი სამეწარმეო სექტორის დაკრედიტებაში სრულად დააბანდა
ლიბერთი ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული ვადიანი დეპოზიტი სამეწარმეო სექტორის დაკრედიტებაში სრულად დააბანდა. აღნიშნული რესურსი გადანაწილდა რამოდენიმე სექტორზე და მოიცვა მეცხოველეობა, ხორცპროდუქტების წარმოება, სასურსათო მაღაზიების ქსელის განვითარება, მარცვლეული კულტურების მოყვანა და საოჯახო სასტუმროების განვითარება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სესხები არის დენომინირებული ლარში, გრძელვადიანია და მათი მინიმალური ვადა 5 წელს შეადგენს. აღნიშნულმა ფაქტორებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მეწარმეთათვის.
„აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყანაში ლარში დენომინირებული გრძელვადიანი რესურსის გაჩენისათვის, ასევე ფულადი ბაზრის განვითარებისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ბევრად დიდ მაშტაბს შეიძენს მომავალში, რათა კიდე უფრო აქტიურად შევძლოთ ლარში გრძელვადიანი დაკრედიტება“, განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმის ფარგლებში ლიბერთი ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან ვადიანი დეპოზიტის სახით 2014 წ. 13 თებერვალს 2016 წლის 13 თებერვლამდე ვადით მიიღო 2 399 734,93 ლარი, ხოლო 2014 წლის 6 მარტს 2019 წლის 6 მარტამდე ვადით - 2 400 000 ლარი.
კომენტარი