საზარელი ისტორიები ქართული ციხიდან (+18)
ამონარიდი ლალი მოროშკინას წიგნიდან "გისოსებს მიღმა საქართველოა!“ ავტორის თქმით ეს ნამდვილი ამბავია.
-სად ვნახო ახლა ლუპა?-ფიქრობდა ლიზიკო, მერე გაახსენდა, რომ ტელევიზიაში რეკვიზიტებში ეს ატრიბუტი აუცილებლად იქნებოდა და არ შეცდა. დიდი ლუპა გოგონას პატარა ხელებში ძალიან სასაცილოდ მოჩანდა.ყოველმხრივ შეიარაღებული ჩაის ჭიქით ხელში, ტახტზე ფეხმორთხმული ლიზიკო საქმეს შეუდგა.
ლუპის ქვეშ, მართლაც, პატარა კოხტა ასოები გამოჩნდა, ლევანს საოცრად კარგი და სწორი კალიგრაფია ჰქონდა. ლიზიკომ კითხვა დაიწყო. ჩანაწერი დღიურს გავდა:
„საშინელი ჩახუთულობაა, 20 კაციან საკანში 120 კაცია. ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსამდე ადის. პატიმრები ერთი მეორეს მონაცვლეობით იძინებენ, პარაშა საშინლად ყარს. არ გვაქვს თეთრეული და ლეიბები. ანტისანიტარიის გამო გაჩნდნენ ტარაკნები. თითქმის ყველას მუნი და სოკოვანი დაავადება აქვს. ასთმიანები ერთი-მეორეს მიყოლებით იხოცებიან.
ჩემს გვერდით პატარა ბიჭია სახელად ირაკლი, ამბობენ კანონიერი ქურდის შვილია. ყოველ დღე ბადრაგი შემოდის, სარგის გალდავა განსაკუთრებულია თავისი სისასტიკით და ტირანიით, ის ირაკლის გვარს ყვირის, მერე სახეში აფურთხებს და ეუბნება - „თქვი, რომ მამაშენი ქურდია და ბოზი, თქვი შე ნაბიჭვარო, თორემ ძალით გათქმევინებთ!“ - და ურტყამს, ურტყამს უმოწყალოდ. ნებისმიერი ჩვენგანი, რომელიც ადგილიდან გაინძრევა იგივე ბედს გაიზიარებს, ამიტომ არავინ არ ერევა. ერთი კვირის წინ ირაკლის კეფაში ურტყეს, სანამ უგონოდ არ დაეცა. დასისხლიანებული სხეული ბადრაგმა ცალი ფეხით გაათრია... ერთი კვირის თავზე ირაკლი დაბრუნდა, ოღონდ კეფის ძვლის გარეშე... ეგზეკუცია გრძელდება. ციხის საავადმყოფოს ექიმები კატეგორიულად უარყოფენ პატიმართა ცემის ფაქტებს, და მრავალრიცხოვან ნაიარევს, დაცემად აფასებენ.
კიდევ ერთი პატარა ბიჭი, რომელსაც ძალიან დავუახლოვდი რუსი გრიშკა სულ რაღაც 18 წლის იყო, ის გუშინ გგარდაიცვალა. აქ სარკის ქურდობაზე მოხვდა. ცოლი ახალი მოყვანილი ყავდა და საჩუქარს ვერ ყიდულობდა. კიკეთში ერთ-ერთი სააგარაკო სახლიდან სარკე მოიპარა, მე მეუბნებოდა, ნინოჩკა ისეთი პრანჭიკელაა, სულ სარკეში იყურებოდა და მეც გადავწყვიტე სანუკვარი ნივთი მეჩუქებინაო, გრიშკას ქურდობაზე 7 წელი მისცეს, მაგრამ ერთიც ვერ აიტანა.. ყოველ საღამოს ციხის უფროსი აშიშვლებდა საბრალო ბიჭს, მერე ასე შიშვლად კორიდორებში ატარებდა და თან „პუტინ სუკინ სინს აყვირბდა“, გრიშკა, ნელ-ნელა საკუთარ თავში ჩაიკეტა .. ერთ-ერთ ასეთ გაყვანაზე გრიშკამ საიდანღაც ბოლტი ამოიღო და ბადრაგს ყელში ჩაარჭო, ბიჭი ადგილზე დახვრიტეს...
გაშიშვლება ბადრაგის საყვარელი გართობაა, ალბათ იგივეს განიცდიდნენ ბუხენვალდის და ოსვენციუმის პატიმრები. მაგრამ ის ტვინგადატრიალებული გერმენელი ნაცისტები იყვნენ ებრაელთა წინააღმდეგ, აქ კი ქართველი ქართველს კლავს, თუმცა სადიზმს ხომ ეთნოსი და წარმომავლობა არ გააჩნია. სიშიშვლით წამება, ხომ დასახიჩრებული გონების სიამოვნების აპოთეოზია.
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ პატიმარს მის მამაოსთან შეხვედრა ვთხოვე. რაღაც შეკითხვები გამიჩნდა... მართლაც მამაო მოვიდა, ერთი-ორი წინადადების მერე მკითხა, აქ მოსვლისთვის ვინ გადამიხდის ხოლმეო?-მე ვუთხარი, რომ არავინ მყავს, ის ადგა და გავიდა...
საჩივრის წერილის გამო, მცემეს, ბულორდავამ, დავით კაკუკიძემ, ზურაბ ზიადაძემ, ორ ადგილზე გამიტყდა თავი და დამიზიანდა ხერხემალი. ციხის უფროსის კაბინეტში ამათრიეს, ბულორდავამ მითხრა: აქ მე ვარ ყველაფერი, ექიმიც, მოსამართლეც, ჯალათიც, როცა ამ დაზიანებებისთვის ექიმს მომთხოვ, მოვალ და ხერხემალს ამოგაცლიო"
საჩივარი დავხიე...
აუტანელი პირობების გამო, პაშა თუმანიანმა სხვა პატიმრებთან ერთად საჩივრის წერილით სახალხო დამცველს მიმართა. ისინი აპროტესტებდნენ იმას, რომ ციხის ტელეფონის გამოსაყენებლად და მონო ბარათების საყიდლად ფულს კორპუსის უფროსს, გიორგი ბულორდავას აძლევდნენ, რომელიც 5-ლარიან მონო ბარათს 20 ლარად ყიდის. ტელეფონით რომ ვისარგებლოთ, ფული უნდა ავაგროვოთ. ამ ფულს ხშირად უბრალოდ გვართმევენ, ჩაატარებდნენ ჩხრეკას, ნახავენ ფულს, იძახიან „ობშიაკის" ფულიაო და მიაქვთ. მერე თანხის აგროვება ისევ თავიდან გვიწევს.
დღეს ასაკოვანი ბიზნესმენი ლავრენტი ჟღენტი სასტიკად სცემეს. იგი კარცერში უჭმელ-უსმელი 4 დღე ჩასვეს, მხოლოდ იმის გამო რომ პრესა მოითხოვა.
მე დღეს პირველი წერილი მომივიდა. კონვერტი გახსნილი შემომიტანეს. წერილი ვინმე მაიკისგან არის, ასე მწერს,“ გემეგობრები და გიშველიო, ჩვენთან ღმერთი დიდი ხანია აღარ არის და იმედია მანდ მაგას მალე მიხვდებიო“.
ციხის მაღაზიაში პროდუქტებს ხუთმაგი ფასი აქვს, პატიმართა ოჯახის წევრები სახლებს ყიდიან მათ გამოსაკვებად, რადგან გარედან ვერაფერს შემოიტან და იძულებული ხარ იმ ფასად იყოდო, რასაც ციხის ადმინისტრაცია გთავაზობს.
ყველაზე ძალიან მთვრალი ბადრაგის გვეშინია, თუ რაიმე ქეიფი და ღრეობაა, უკან დაბრუნებულები აუცილებლად შემორბიან და განურჩევლად ყველას გვირტყამენ. საკანში რამოდენიმე ტუბერკულოზიანი ბიჭია, გუშინ, მორიგი ცემის დროს ერთ-ერთს გია დოლიძეს გადავეფარე. ბადრაგმა ტუჩი გამიხია, მერე მითხრა -ახლა მიდი და შეიხორცე რითიც გინდაო საბრალო გია გამთენიისას გარდაიცვალა, ის მხოლოდ 24 წლის იყო... ალბათ იგივე ბედი ეწევათ სხვა დაავადებულებსაც, რაც ყველაზე ცუდია, ამაზე, დიდად გული არავის დასწყდა, ჭირიანები სჯობს დროზე მოვიშოროთ სანამ რამეს გადაგვდებენო.-იქნებ ღმერთი მართლა არ არსებობს?
მივიღე მაიკის მეორე წერილი და მცირე ამანათი. ჰიგიენის საშუალება და სიგარეტი. ეს ჩემი პირველი ამანათია.
გვერდზე საკანში კანონიერი ქურდები ყოფილან, ისინი ძირითადად ერთმანეთში კამათობენ, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მათგან ერთ-ერთს დატოვებენ, იმას ვინც „მეფე- ვირთხა“ გახდება. და მერე რა რომ მეფე? ის ხომ მაინც ვირთხაა? ამბობენ მაგათი „რაზბორკების“ სეირს მთელი საქართველო უყურებსო, „ჭირსა შიგან გამაგრება“- აქ არ მუშაობს, ყველა ერთმანეთის მტერია, ამიტომაც ერთმანეთის გაუტანლობაა. თუ ერთმა დაარღვია შიდა განაწესი, ბადრაგი შემორბის და ყველას სცემს, მეორე სერია კი კარის ჩარაზვის შემდეგ იწყება, როცა პატიმრები ერთმანეთსაც აღარ ინდობენ, ბადრაგი კი გარედან ქილიკობს.
ერთი კვირის წინ ახალი პატიმარი შემოიყვანეს, ამბობენ რომ საკუთარ ქორწილში დაიჭირეს, იმიტომ რომ რესტორანში სხვა სუფრის წარმომადგენელს ეჩხუბა ის კი კუდ-ელი ყოფილა. გელას ყოველ დღე ადგებიან თავზე და ცოლის სურათებს ცხვირთან უტრიალებენ, მერე ეუბნებიან- შენ მაინც კარგა ხანი არ მოგიწევს და ჩვენ მოვტყნავთო
გელამ ვერ მოითმინა და ბადრაგს დაარტყა. ის სასწრაფოდ ციხის უფროსთან აიყვანეს, იქიდან მხლოდ ერთი საათის მერე დაბრუნდა, საშინელი სუნი ასდიოდა. ზევით, უფროსის ოთახში ხუთი ბადრაგი აშარდავდა სახეზე. გელამ ფრჩხილებით ვენა ამოიკაწრა, სისხლისდენა ერთმა ექიმმა პატიმარმა შეუჩერა.
ამანათებს უცხო მეგობრისგან თითქმის ყოველ თვე ვიღებ. ეს ძირითადად წიგნებია, ნიცშე, კანტი, ჰეგელი, ეზოთერიკა...
დღეს ციხის უფროსს შვილი გაუჩნდა, ძალიან დათვრა და მთელს კორიდორში ყვიროდა, ის „პლასტმასის იხვი“ მომიყვანეთ ჩემი გიორგის სახელზე, მაგ სილიკონით გაბერილ ტუჩებში უნდა მივცეო...
მთელი ციხე ჩუმად იცინოდა...
ახალ წელს სამინისტროდან მთვრალი დელეგაცია გვეწვია რამოდენიმე კაცი შამპანურებით „კარმუშკიდან“ გვწუწავდა და გვიყვიროდა, „ბოზებო ეს თქვენი ბოლო ახალი წელიაო“
დღეს ადვოკატთან შეხვედრის მერე სცემეს და თითქმის ბოლომდე აახიეს ყური ერთ ახალგაზრდა მამაკაცს, ნუგზარი, რახანია იბრძვის იმის დასამტკიცებლად, რომ ის კი არ აუპატიუერებდა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცოლს, არამედ ისინი დიდი ხნის საყვარლები არიან. თურმე ნუგზარს ქმარი სახლში დაადგა, როდესაც ის და მისი საყვარელი სექსით იყვნენ დაკავებულები. ჩინოსანმა ცოლს ხელით ანიშნა გადიო, შემდეგ იარაღის ტარით ცემა ნუგზარი, ხოლო ცოლს ჩაცმა უბრძანა, მერე კი ტანსაცმელი თავად დაახია და პოლიცია გამოიძახა. ნუგზარს ბრალად გაუპატიურება ედება, მისი ცოლი კი კვლავ ხელი-ხელ გაყრილი საკუთარ ქმართან ნაირ-ნაირი ჟურნალებიდან იმზირიბა და წერს რა მოსიყვარულე ოჯახი აქვთ.
ასეთი ისტორია მრავლად არის, ასე ერთი ჟურნალისტი, მაღალჩინოსნის ცოლი ტელეფონზე ეარშიყებოდა ახალგაზრდა მამაკაცს, ქმარმა „პრასლუშკაზე“ დასვა, ცოლი კარგა გვარიანად მიბეგვა, პრესისთვის კი ჭორი გაავრცელებინა, ვიღაც მემუქრებოდა ტელეფონზეო. კოტე ახლაც ზის, ირწმუნება, რომ ის ქალი თვითონ დაუკავშირდა და იმასაც ეუბნებოდა, ქმარი იმპოტენტი მყავს და იმიტომ ვღალატობო.
დღეს მაიკმა სატანისტური ბიბლია და სიგარეტი გამომიგზავნა, არის ამაში რაღაც საინტერესო....
საკანში რამოდენიმე ხანში შესული მამაკაცია, მათ განსაკუთრებით უჭირთ სუნთქვა. ალბათ ვერცერთი ვერ მიაღწევს „სვაბოდას“
ყველაზე თავმოყვარე პატიმრებს ხშირად „სირცხვილის კორიდორებს „ უწყობენ,ბადრაგი დერეფანში მწკრივში დგება და პატიმრებს ორი მხრიდან გულის წასვლემდე სცემენ.
არც, პრესა, არც ტელევიზია, მხოლოდ რადიო „აფხაზეთი ხმა“, სადაც მესიჯები გადის პატიმრებისთვის და რუსული შანსონიც არ იკრძალება.... ალბათ ეს რადიოც ამათია..
დავუმეგობრდი დათოს, კარგი ბიჭია, განათლებული, თავისი ცოლის ამბებს მიყვება, როგორ უყვარდათ ერთმანეთი, მერე მშობლები არ აძლევდნენ ერთად ყოფნის საშუალებას, და ბოლოს ხუთწლიანი დავის მერე გაიტანეს თავისი სიყვარული. დათო მომიყვა, როგორი ლამაზი ქორწილი ჰქონდათ, როგორ ელოდებოდნენ პირველ ბავშვს, მაგრამ მოდელირებული ქრონიკის დროს ხატიას მუცელი მოეშალა... დათოს და ხატიას პატარა მაღაზია ჰქონიათ, საგადასახადომ გადახარჯვაზე დაიჭირა და 5 წელი მიუსაჯა. დათოს ძალიან ენატრებოდა ხატია, და როგორც იქნა პაემანი დაანიშნინა. წინა დღეს საშინლად ნერვიულობდა. ბადრაგის მორიგ შემოსვლაზე, როცა ყველას პროფილაქტიკისთვის ურტყამენ და ცემენ, სთხოვა ხვალ ცოლთან მაქვს პაემანი და ნუ მცემთო... დათოს ჯერ თავში ურტყეს, მერე საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამე უკან შემოაგდეს, ბიჭს ტუჩი უთრთოდა, ჩემს ყურთან ახლოს მოიწია და მითხრა, დროზე გადი აქედან, აქ ღმერთი არ არსებობსო. დილით ხატია მოვიდა, სანამ ნაცემ-ნაბეგვი დათო ცოლთან მივიდოდა, მანამდე ამბალივით ბადრაგმა ხატიას ყურში ჩასჩურჩულა: გუშინ ჩვენ ვხმარობდით და დღეს შენ უნდა გიხმაროსო? ხატია გაიქცა... ცოტა ხანში დათომ შარვალზე თავი ჩამოიხრჩო...“
„ოდეს დგება ჟამი მძლავრობისა
ხალხი ძრწის ძლიერთა წინასე.
ნუ ანგრევთ მათ ცხოვრებას!
ნუ დასცინით მათ ცხოვრებას!
ნუ დაამწუხრებტ სხვის ცხოვრებას და თქვენიც აღარ დამწუხრდება“
კომენტარი