ვიქროტია დაინეკოს ქმარმა განქორწინებაზე განცხადება შეიტანა, ამის შესახებ კი მომღერალმა ჟურნალისტებისგან გაიგო
რუსი მომღერლის ვიქტორია დაინეკოს ქმარმა დიმიტრი კლეიმანმა განქორწინებაზე განცხადება შეიტანა, ამის შესახებ კი მომღერალმა ყვითელი პრესის საშუალებით შეიტყო. ამ ფაქტმა დაინეკო ძალიან აღაშფოთა.
წყვილს შორის დაძაბულობა მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ვიქტორიამ მეუღლის მობილურში საკუთარი დაქალის შიშველი ფოტო აღმოაჩინა. მას შემდეგ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, თუმცა ოფიციალურად არ გაყრილან. მომღერალი განქორწინების საკითხს საკმაოდ მშვიდად უყურებდა და იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა, თუმცა მისი განრისხება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქმის კურსში არა მეუღლემ, არამედ ჟურნალისტებმა ჩააყენეს.
კომენტარი