ზაზა გაბუნია: ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ მოქალაქემ იგრძნოს ყურადღება იმდენჯერ, რამდენჯერაც მას ჩემი სამსახური დასჭირდება
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის 19-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ, თემქაზე, 3მ/რ, 5 კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმასა და თემქის პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა. კანდიდატმა ამომრჩეველს ასევე ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში პარლამენტში აპირებს.
სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
(რეკლამა)
კომენტარი