სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი PayPal-ით გადახდისთვის მომხმარებელს პლასტიკური ბარათების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს

თბილისი, 11 აპრილი, 2013 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, მიესალმება საქართველოში ელექტრონული საგადახდო სისტემა PayPal-ის შემოსვლას და PayPal–ით გადახდისთვის მომხმარებელს პლასტიკური ბარათების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.

საქართველოს ბანკში მომხმარებელი შეძლებს ნებისმიერ საჭიროებასა და მოთხოვნაზე მორგებული სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის მიღებას. ამასთან, საქართველოს ბანკი საქართველოში, ექსკლუზიურად უშვებს American Express ბარათებს, რომელიც PayPal–ით გადახდასთან ერთად, საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს American Express-ის ყველა უპირატესობა და ბენეფიტი.

PayPal–ით გადაიხდის, ის მომხმარებელი, ვინც ფლობს საქართველოს ბანკის Express Card-ს, Express Card-ი პირველი ბარათია ქართულ ბაზარზე, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადაიხადოს, დააგროვოს და იმგზავროს ყველაზე მარტივად და სწრაფად – მხოლოდ ერთი შეხებით. Express Card-ზე, რომელიც ერთდროულად ასრულებს საბანკო და სატრანსპორტო ბარათის ფუნქციას, მომხმარებელი Express ქულებს აგროვებს მაღაზიებში, აფთიაქებში, კაფეებსა და ბარებში, ბენზინგასამართ სადგურებსა და სხვა სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში და ახლა უკვე PayPal–ით გადახდისას.

ნებისმიერი ბარათის ასაღებად, მომხმარებელს შეუძლია მიაკითხოს საქართველოს ბანკის სერვისცენტრს, აირჩიოს ბარათი და დაიწყოს თანხის გადახდა PayPal-ით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100