სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთში, 2 წლის ბავშვმა გველს სამაგიერო გადაუხადა და თავადაც უკბინა

2 წლის თურქმა ბავშვმა, გველს შურისძიების მიზნით უკბინა, - ამის შესახებ თურქული Yeni Şafak-ი წერს. ბავშვი ქალაქ ბინგოლთან ახლოს, სოფელ კანტარში, საკუთარი სახლის ეზოში თამაშობდა, როცა გველმა უკბინა. ბავშვის ყვირილი მეზობლებმა გაიგეს, ადგილზე მისულებმა კი ნახეს, რომ ბავშვს დაახლოებით 50-სანტიმეტრიანი გველი კბილებით ეჭირა. ერთ-ერთმა მეზობელმა გველი ადგილზე მოკლა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100