სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის პროცესის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხე რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს. "მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავის გუნდთან ერთად მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და შექმნა ქართული სახელმწიფო. მათ შორის არის ადამიანი, რომელმაც იცის რა ვერ გაკეთდა იმ წლებში და რა უნდა გაკეთდეს. აქვს ძალიან ბევრი კონტაქტი, ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისა, რომ შეიტანოს წვლილი ქვეყნის განვითარებაში, ასეთი ადამიანი ჰყავს დღეს "ოცნებას" დაპატიმრებული", - თქვა აკაკი მინაშვილმა. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის პირადი პატიმარია. სასამართლოს ეზოში მობილიზებულია პოლიციაც. ცნობისთვის, საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იწყება. პროცესს თავად მესამე პრეზიდენტიც დაესწრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100