ნამცხვარი „გაზეთი“
მასალა:
კვერცხი - 3 ცალი
მარგარინი - 200 გრამი
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა
ფქვილი - რამდენიც დასჭირდება
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი, კონიაკი - გემოვნებით
3 კვერცხის გული გავთქვიფოთ და შევურიოთ 200 გრამ გამდნარ მარგარინში; დავამატოთ 0,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, სოდა, ვანილი, კონიაკი; დავაყაროთ ფქვილი იმდენი, რომ გამოვიდეს საშუალო სიმაგრის ცომი. გავაბრტყელოთ ცომი და გამოვჭრათ ნებიმიერი, სასურველი ფორმის პატარა ნაჭრები. დავალაგოთ თბილს, ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე. სამი კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ; როცა თეთრ „ღრუბელის“ სახეს მიიღებს, ნელ-ნელა შევთქვიფოთ ¾ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი. მიღებული ბეზეს მასა ჩაის კოვზით შუაში დავადოთ ცომის ნაჭრებს და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. უნდა გამოვაცხოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ზემოდან ვარდისფერი არ გახდება.
კომენტარი