სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტორტი დრეზდენულად

მასალა:

ცომისათვის

250 გრამი ფქვილი

100 გრამი კარაქი ან მარგარინი

ცოტა მარილი

1 ცალი კვერცხი

½ ჩაის კოვზი მშრალი საფუარი

შიგთავსისათვის

100 გრამი კარაქი ან მარგარინი

100 გრამი შაქარი

50 გრამი ფქვილი

2 ცალი კვერცხი

ცოტა მარილი

½ ლიტრი რძე

3-4 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

½ ლიმონის ცედრა

შეგვიძლია დავუმატოთ ½ სუფრის კოვზი რომი და 4-5 ცალი მწარე ნუში

ცომი სწრაფად მოვზილოთ და დავდგათ ½ საათით ცივ ადგილას, შემდეგ გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ტორტის ფორმაში, ცომის კიდეები კარგად ავწიოთ ზემოთ. კარაქი შევურიოთ შაქარს, დავამატოთ კვერცხი და ბოლოს ფქვილი, დავამატოთ მარილი, ლიმონის წვენი და ცედრა (სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ რომი და ნუში). საღი რძე გავაცხელოთ, მაგრამ დუღილამდე არ უნდა მივიყვანოთ. ტორტიანი ფორმა შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 10-15 წუთის განმავლობაში. მომზადებულ მასას დავუმატოთ თბილი რძე. ყველაფერი 2-3 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ კომბაინში საკმაოდ სქელი მასის მიღებამდე. მასა მაშინვე დავასხათ ცომს და ისევ შევდგათ ღუმელში 30 წუთით. ტორტის ზედაპირი უნდა გამოცხვეს და შეწითლდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100