რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა მესამე ბავშვს ელოდებიან
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა მესამე ბავშვს ელოდებიან. ორსულობის ამბავი ხატიამ გუშინ შეიტყო და როგორც დრონისთან საუბრისას განაცხადა ამ ფაქტმა ოჯახში ძალიან დიდი სიხარულლი გამოიწვია.
„ჩემი შვილები ძალიან პატარები არიან და ვერ აღიქვამენ რა ხდება, რამაზი კი ძალიან გახარებულია. წარმოგიდგენიათ? 3 წელია ერთად ვართ და უკვე მესამე შვილს ველოდებით, ასე თუ გავაგრძელეთ 50 წლისთავზე მთელი საქართველო ჩვენ ვიქნებით“ - განაცხადა droni.ge-სთან საუბრისას ხატია სიჭინავამ.
რამაზს და ხატიას უკვე ყავთ ორი ქალიშვილი, 2 წლის გაბრიელა და 1 წლის ოლი.
კომენტარი