მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა მიკრო ავტობუსიდან გადმოიყვანეს
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი მიკრო ავტობუსიდან მხარდამჭერებმა გადმოიყვანეს. უცნობია, თუ როგორ მოხდა მისი გარეთ გადმოყვანა, თუმცა ფაქტია, რომ ავტომობილი მხარდამჭერების წინააღმდეგობის გამო ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხალხმა გარშემო შემოარტყა წრე და მიკროფონი მისცა, რათა მხარდამჭერებისთვის მიემართა. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილს ავტომობილიდან გადმოსვლისას ხელბორკილები ეკეთა. მან ხალხს მიმართა და კიევის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდა, რათა იმპიჩმენტის მოთხოვნით აქცია მოაწყონ უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს წინააღმდეგ.
კომენტარი