თიბისის მხარდაჭერით სერგო ფარაჯანოვის საკულტო ფილმის „ბროწეულის ფერის“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი გაიმართება
18 მარტს რუსთაველის თეატრში უნიკალური ქორეოგრაფიულ
სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ გაიმართება. წარმოდგენა თიბისის, სომხეთის საელჩო საქართველოში,
საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდება.
ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და
ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის
მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს.
სპექტაკლი ლეგენდარული კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ასი
წლის იუბილეს ეძღვნება. სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი ფრანგი ქორეოგრაფი მურად
მერზუკია, ორიგინალური იდეის ავტორი კი სატე ხაჩატრიანი, ფრანგული თეატრალური ჯგუფის
„Saté-âtre“ დირექტორი.
სერგო ფარაჯანოვი მრავალი კინოპრემიის ლაურატი,
კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი იყო. მსოფლიო აღიარება სერგო ფარაჯანოვს ეწვია
ისეთი საკულტო ფილმების შექმნის შემდეგ როგორებიცაა: „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“
(1965) და „ბროწეულის ფერი“ (1969).
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე- https://biletebi.ge/rustaveli-national-theatre/brotseulis-feri-the-color-of-pomegranate
კომენტარი