სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სადგურის, კრწანისის და გულიას ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ქიზიყის და სანაძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას. დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ლუბლიანას, ჩაჩავას და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, თინათინის, ვეფხისტყაოსნის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, დავარის, ასმათის, ავთანდილის და ფარნავაზის ქუჩების მოსახლეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100