"ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია" - რა განუცხადა ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა
ამ ეტაპზე კლინიკაში არის 60 პაციენტი, გუშინ მივიღეთ 18 საეჭვო შემთხვევა, ტესტები უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაპორატორიაში. ჩვენთან სულ 6 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული- ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ამ 6 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენი ხუთის კი- სტაბილური.
„ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც არის მარნეულიდან, დინამიკით ცვლილების გარეშეა. ვინარჩუნებთ მხოლოდ და მხოლოდ ვიტალურ პარამეტრებს, ოქსიგენაციის პარამეტრები მეტნაკლებად გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტთან დადებითი დინამიკა გვაქვს“- განაცხადა ლევან რატიანმა
კომენტარი