აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა
დავით დავარაშვილის განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა, 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალ მისამართზე - ლუბლიანას N13-ში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გაიხსნა და მზად არის მომხმარებლებისათვის სრული სერვისის უზრუნველსაყოფად.
დავით დავარაშვილის კლინიკის მთავარი მიზანი, ინოვაციური მიდგომებითა და უნიკალური სერვისებით, საქართველოში სამეანო-გიკენოლოგიის დარგის განვითარებაა. პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომავალი დედებისა და ბავშვების უსაფრთხო და ჯანმრთელ მომავალს უზრუნველყოფს.
კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:
● გინეკოლოგია
● რეპროდუქტოლოგია
● მშობელთა სკოლა
● სამეანო განყოფილება
● ორსულთა მეთვალყურეობა
● ექოსკოპიური გამოკვლევები
● ლაბორატორია
● ახალშობილის მეთვალყურეობა - პედიატრია
ნაყოფის მედიცინის სერვისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული უახლესი და ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოში ექსკლუზიურად აღნიშნულ კლინიკაშია დანერგილი, რაც ნაყოფის უსაფრთხო განვითარებასა და დაბადებას უწყობს ხელს.
დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა თიბისისა და ევექსის პოლიკლინიკების ქსელის მხარდაჭერით გაიხსნა.
თიბისისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებს. თიბისის ჯანდაცვის სფეროში ჯამურად 260 მილიონი ლარის, ფარმაციის სექტორში კი - 73 მილიონი ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
დავით
დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე - 2 42 42 52, ან ვებ-გვერდზე - www.ddc.ge
კომენტარი