ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სიკვდილის სავარაუდო პერიოდს საზღვრავს
კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით რობოტმა რამდენიმე ათეული მძიმედ დაავადებული ადამიანის დაახლოებითი სიკვდილის პერიოდი იწინასწარმეტყველა. ამის მიხედვით ექიმები ცდილობენ მზად ყოფნაში იყვნენ და პაციენტის გარდაცვალების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ხერხს მიმართონ. მედიცინაში უკვე იწყება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს გახდის პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის დაზუსტებას.
ხელოვნური ინტელექტი ქმნის გარკვეულ ალგორითმს, რომელიც დაახლოებით 69%-ის სიზუსტის მონაცემებს იძლევა. ის არა მარტო სიკვდილის საშიშროებასა და მის გარკვეულ პერიოდზე უთითებს, არამედ საშუალებას იძლევა, მკურნალობის შესაბამისი მეთოდი უკარნახოს ექიმს.
სისტემა ჯერჯერობით გათვლილია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი ორგანოების დიაგნოზირების კუთხით, თუმცა მის გაუმჯობესებაზე მეცნიერები კიდევ მუშაობენ და ძალიან მალე სხვადასხვა ორგანოების დიაგნოსტიკა იქნება შესაძლებელი.
კომენტარი