სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხობში მამაკაცმა თავი დაიწვა, რადგან გურული ცოლი ჩადრის ტარებაზე ვერ დაიყოლია

დაუჯერებელი ამბავი მოხდა გუშინ ხობში. საქართველოში მცხოვრებმა არაბმა მამაკაცმა, რომელსაც შვილები და გურული ცოლი ჰყავს ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

დრონი.ჯი-სთვის ცნობლი გახდა, რომ გუშინ საღამოს დაახლოებით 22 საათზე, თბილისის დამწვრობის ცენტრში მიიყვანეს მამაკაცი, რომელსაც სხეულის 90 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

მიზეზი კი გახლდათ ის, რომ მან გურული ცოლი ვერ დაიყოლია ჩადრის ტარებაზე. დიდი ხნის დაუმორჩილებლობის შემდეგ კი მამაკაცმა პროტესტის ამ ფორმას მიმართა, თუმცა ეს მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

არსებობს სუიციდის მიზეზის მეორე ვერსიაც, ოჯახის ახლობელთა განცხადებით მამაკაცმა თავის მოკვლა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც ცოლმა მასთან ერთად საქართველოდან წასვლაზე და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლაზე უარი განაცხადა.

დრონი.ჯის კორესპონდენტი იმყოფებოდა დღეს დამწვრობის ცენტრში. მედ-პერსონალის განცხადებით არაბი მამაკაცი დღეს შუადღით გარდაიცვალა. ის თბილისიდან დღეს სულ ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100