ზუგდიდში ომიდან სამი წლისთავს აღნიშნავენ
დღეს ზუგდიდში რუსეთ-საქართველოს ომის სამიწლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ Livepress.ge-ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა მადონა ჯაბუამ შეატყობინა. მისი თქმით, გამგეობის წარმომადგენლები აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების - დათო ჯიქიასა და ბადრი ბერანძის საფლავებს გვირგვინით შეამკობენ. დათო ჯიქია საკუთარ სოფელში რიყეშია დაკრძალული. სოფელში მისი სახელობის საფეხბურთო ტურნირი ყოველ წელს იმართება. ბადრი ბერანძე აფხაზეთის მკვიდრი იყო და ის ზუგდიდშია დაკრძალული. კრილოვის ქუჩა სადაც ის ცხოვრობდა დღეს ბერანძის სახელობისაა. მადონა ჯაბუას ინფორმაციით, ზუგდიდის გალერეაში ლევან გაბეჩავას ფოტოგამოფენა გაიხსნება, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში გადაღებული ფოტოები გამოიფინება. მადონა ჯაბუას ცნობით, ომის თემას მიეძღვნება, ზუგდიდის სამხატრო სკოლის მოსწავლეების ნახატებიც, რომელსაც ისინი დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ასფალტზე შეასრულბენ.
კომენტარი